Accentnews.ge
მედია: უკრაინა ყირიმის ხიდის გასანადგურებლად ემზადება

მედია: უკრაინა ყირიმის ხიდის გასანადგურებლად ემზადება

04/04/2024 06:52:04 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო 2024 წლის პირველ ნახევარში ყირიმის ხიდის განადგურების ოპერაციას ამზადებს. ამის შესახებ The Guardian წერს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოში მიიჩნევენ, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ხიდის დანგრევის ყველანაირი საშუალება გააჩნიათ.

„ჩვენ ამას გავაკეთებთ 2024 წლის პირველ ნახევარში“ - უყვება წყარო გამოცემას.

სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დადგენილი გეგმის მიხედვით მოქმედებს, რომლის ამოცანა შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შემცირებას წარმოადგენს. 2023 წელის ივლისში, ზელენსკიმ ყირიმის ხიდს კანონიერი სამიზნე უწოდა, რადგანაც იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ლოჯისტიკურ ჯაჭვს რუსული დაჯგუფებების მომარაგებაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გაუგებარია, თუ როგორ იქნება ოპერაცია შესრულებული იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა ყირიმის ხიდის დაცვა მნიშნვნელოვნად გააძლიერა - დაემატა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები და უკრაინული მართვადი რაკეტების დასაბნევად, მთლიან პერიმეტრზე ცრუ სამიზნეები განლაგდა.

მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვასილ მალიუკმა განაცხადა, რომ უკრაინას საკმარისი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ გაანადგუროს ქერჩის (ყირიმის) ხიდი, მაგრამ დარტყმებს არ ახორციელებს, რადგან რუსეთის ჯარებმა შეწყვიტეს მისი გამოყენება იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის. მან განმარტა, რა შემთხვევაში იქნება ხიდი უკრაინელების სამიზნე.

ყირიმის ხიდი ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ტერიტორიასთან აკავშირებს. 2022 წლის ოქტომბერში ხიდზე აფეთქება მოხდა. კიდევ ერთი აფეთქება დაფიქსირდა 2023 წლის 17 ივლისს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S