Accentnews.ge
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის სახელით მოჭიდავე სადულაევი დაბლოკა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის სახელით მოჭიდავე სადულაევი დაბლოკა

04/04/2024 09:32:34 მსოფლიო

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუს მოჭიდავე აბდულრაშიდ სადულაევს პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ბაქოს ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მისცა. ამის შესახებ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

მანამდე ის რუმინეთში არ შეუშვეს და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალება არ მისცეს.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში, სადულაევმა მონაწილეობა მიიღო ლუჟნიკში ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის მერვე წლისთავთან დაკავშირებით მიტინგსა და კონცერტში, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა. IOC-მ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დაშვების კრიტერიუმებში განაცხადა, რომ მონიტორინგს გაუწევს რუსი სპორტსმენების მონაწილეობას დემონსტრაციებსა და პოლიტიკურ აქტივობებში.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ მხოლოდ ცალკეულ სპორტში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან დაკავშირებული სამხედრო ან უსაფრთხოების უწყებებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S