Accentnews.ge
ლატვია უკრაინას 1 მილიონი ევროს ღირებულების დრონებს გადასცემს, ხოლო ჭურვებისთვის 10 მილიონს გაიღებს

ლატვია უკრაინას 1 მილიონი ევროს ღირებულების დრონებს გადასცემს, ხოლო ჭურვებისთვის 10 მილიონს გაიღებს

04/04/2024 10:26:43 მსოფლიო

ლატვია ამზადებს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უკრაინისთვის, ასევე გასცემს პირველ დრონებს "დრონების კოალიციის" ფარგლებში და ფინანსურ წვლილს შეიტანს ჩეხეთის ინიციატივაში, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ევროპის გარეთ შეძენას გულისხმობს. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ–მინისტრმა ევიკა სილინამ რიგაში თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სილინას თქმით, ლატვია მალე გაგზავნის პირველ დრონებს, რომელთა საერთო ღირებულება 1 მილიონი ევროა.

„დრონები უკვე გამოცდილია, ჩვენმა კოლეგებმა აღიარეს, რომ ისინი აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას“, - აღნიშნა სილინამ.

მისი თქმით, ლატვია ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში 10 მილიონ ევროს შეიტანს საბრძოლო მასალის შესაძენად.

„უკვე ამ თვეში მოსალოდნელია სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტი, კერძოდ, ლოგისტიკა, საბრძოლო მასალა და იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - თქვა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S