Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

04/04/2024 11:35:17 პოლიტიკა

დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანება ლომიძის გათავისუფლების შესახებ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

შალვა ლომიძე დაზვერვის სამსახურის უფროსად 2021 წლის აპრილში, იმჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S