
ლიეტუვა: შესაძლოა, NATO–ს ყველაზე დიდი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ აქვს
04/04/2024 12:10:49 მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ვარაუდობს, რომ ნატოს ყველაზე დიდი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ აქვს და ალიანსი ამისთვის მზად უნდა იყოს. წერს LRT.
მისი თქმით, ნატოს ყველაზე დიდი გამარჯვება ლიეტუვისთვის ცივი ომის დროს იყო ის, რომ ქვეყანამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და დაუბრუნდა ევროპულ რუკას.
"სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ ნატოს ყველაზე დიდი ბრძოლები ჯერ კიდევ ელოდება მომავალში. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, რადგან თუ ეს ბრძოლები ჩვენამდე მოვა და ჩვენ მზად არ დავხვდებით, ეს იქნება ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა", - განაცხადა ლანდსბერგისმა.
თებერვალში ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება დასავლეთთან სამხედრო კონფრონტაციისთვის მომდევნო ათწლეულის განმავლობაში და აპირებს, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ფინეთთან საზღვრებზე განლაგებული ჯარების რაოდენობა გააორმაგოს.
რუსეთი ამტკიცებს, რომ არ ესწრაფვის ღია კონფლიქტს ნატოსთან.