
რუსული ФСБ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირის დაკავების შესახებ საუბრობს
04/04/2024 14:35:33 მსოფლიო
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში (ФСБ) ირწმუნებიან, რომ დააკავეს კიდევ სამი პირი, რომლებიც "კროკუს სითი ჰოლში" მოწყობილ ტერაქტთან იყვნენ კავშირში. მათ თანამზრახველობას ედავებიან.
ხსენებული პირები აიყვანეს მოსკოვში, ეკატერინბურგსა და ომსკში.
მათგან ორი ეჭვმიტანილია იარაღისა და ავტომობილის შესაძენად თანხის გადარიცხვაში, ხოლო მესამე "ჩართული იყო შემსრულებელთა გადმობირებასა და დაფინანსებაში".
სამივე დაკავებული ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეები არიან. არ ზუსტდება ქვეყანა და მათი ვინაობა.
რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ ორმა დაკავებულმა აღიარა ბრალდება.