
საბჭოთა დისიდენტი სასამართლოში: დიდება უკრაინას, სიკვდილი რუს დამპყრობლებს!
04/04/2024 15:14:58 მსოფლიო
პეტერბურგის კალინინსკის რაიონულმა სასამართლომ "ტერორიზმის გამართლების" საქმეზე 1 ივნისამდე დააკავა საბჭოთა დისიდენტი ალექსანდრე სკობოვი, იუწყება "მედიაზონა".
გამოცემა წერს, რომ დარბაზში დისიდენტმა განაცხადა: „დიდება უკრაინას, სიკვდილი მკვლელ პუტინს! ამ ფარსში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ და ერთადერთი მიზეზია, სასამართლოს სახეში შევაფურთხო".
როგორც იუწყებიან, სხდომაზე მედია არ დაუშვეს, რადგან გამომძიებლებმა მისი დახურვა ითხოვეს. ჟურნალისტები მხოლოდ გადაწყვეტილების გამოცხადებისას შეუშვეს დარბაზში.
დისიდენტმა დარბაზის დატოვების შემდეგ საჯაროდ გაიმეორა: "დიდება უკრაინას, სიკვდილი რუს დამპყრობლებს".
ალექსანდრ სკობოვი 2 აპრილს მისივე მეგობრის, უფლებადამცველ იულია რიბაკოვის სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება "ტერორიზმის გამართლება" ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებული "პოსტის" გამო, თუმცა დეტალები უცნობია.
მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, მათ შორის, შაქრიანი დიაბედი და ადვოკატმა ამ გარემოების გათვალისწინება ითხოვა აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, თუმცა რუსულმა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა.