Accentnews.ge
სიკორსკი: უკრაინაში NATO–ს მისიის შექმნა გადავწყვიტეთ

სიკორსკი: უკრაინაში NATO–ს მისიის შექმნა გადავწყვიტეთ

04/04/2024 17:04:11 მსოფლიო

მივიღეთ გადაწყვეტილება უკრაინაში ნატოს მისიის შექმნის შესახებ, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი იტყობინება.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ალიანსი ომში ჩაერთვება.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ნატოს მისიის შექმნის შესახებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევდივართ ომში, არამედ ნიშნავს იმას, რომ ახლა ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ ნატოს კოორდინაციის, წვრთნისა და დაგეგმვის შესაძლებლობები უკრაინის უკეთესად მხარდაჭერისთვის," - განაცხადა სიკორსკიმ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნატოს მოკავშირეები პირველად შეთანხმდნენ უკრაინისთვის ხანგრძლივი სამხედრო დახმარების გეგმის შემუშავებაზე.

როგორც Reuters წერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბლოკის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ეს მოხდეს უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს მოცულობის დაფინანსებით, რასაც განსხვავებული მოსაზრებები მოჰყვა.

მინისტერიალის წევრების ნაწილის თქმით, ასეთი მოცულობის ფინანსების თავმოყრა რთული იქნებოდა. უკრაინამ კი, Reuters-ის თქმით, ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მზაობა გამოხატა, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყანას დახმარება რაც შეიძლება მალე უნდა მიეწოდოს:

„ჩვენ გვჭირდება შევცვალოთ ჩვენი მხარდაჭერის დინამიკა. უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოების გრძელვადიანი, სანდო და განჭვრეტადი დახმარება უკრაინისთვის“ ,— თქვა იენს სტოლტენბერგმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სტოლტენბერგის ეს წინადადება დაეხმარება დასავლურ ალიანსს, უფრო კოორდინირებული იყოს დახმარება, რომელსაც უკრაინას გაუწევენ.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მიზანი არის ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, რასაც 32 წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S