Accentnews.ge
გერმანელი ულტრამემარჯვენე დეპუტატი რუსეთიდან დაფინანსების მიღებას უარყოფს

გერმანელი ულტრამემარჯვენე დეპუტატი რუსეთიდან დაფინანსების მიღებას უარყოფს

04/04/2024 17:18:33 მსოფლიო

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) წარმომადგენელი დეპუტატი პეტრ ბისტრონი უარყოფს რუსეთის პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ კამპანიებთან კავშირს.

პეტრ ბისტრონი პარტიის ლიდერებისადმია მიმართვაში ირწმუნება, რომ არასოდეს მიუღია თანხები ან კრიპტოვალუტა Voice of Europe– ს წარმომადგენლისგან ან რუსისგან.

ეს არის პრორუსული პროპაგანდისტული პლატფორმა, რომელსაც კავშირი უნდა ჰქონდეს რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებთან.

მანამდე Der Spiegel-ის ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ ჩეხეთის მთავრობამ გამოავლინა მსხვილი ოპერაცია, რომელიც რუსეთის გავლენას ავრცელებდა ევროპის ექვს ქვეყანაში.

იტყობინებიან, რომ მემარჯვენე პოლიტიკოსები, მათ შორის "ალტერნატივა გერმანიისთვის", დაფინანსდა რუსული დაზვერვის სამსახურების დახმარებით შექმნილი ქსელის მეშვეობით.

გამოცემის ცნობით, Voice of Europe–მ, რომელიც ფლობს ამავე სახელწოდების საინფორმაციო ვებგვერდს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როგორც შუალედურმა რგოლმა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დაფინანსებაში, რომლებიც მოსკოვის მიმართ სიმპათიას გამოხატავდნენ.

Spiegel-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსებმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან და უნგრეთიდან თანხა მიიღეს პირადად პრაღაში შეხვედრის დროს ან კრიპტოვალუტის გადარიცხვით. საუბარია რამდენიმე ასეულ ათას ევროზე.

გამოცემამ შეიტყო, რომ რუსეთის გავლენის ოპერაციის გამოვლენაში რამდენიმე ევროპული სადაზვერვო სამსახური მონაწილეობდა. მათი შეფასებით, პორტალ Voice of Europe–ს უკან ვიქტორ მედვედჩუკი დგას, ხოლო მმართველი დირექტორი არტემ მარჩევსკი იყო. ოპერაციის მიზანი იყო „კრემლისთვის საჭირო კანდიდატების მხარდაჭერა ევროპარლამენტის არჩევნებისა და პროპაგანდისტული საქმიანობისთვის“.

პორტალი Voice of Europe აქვეყნებდა ევროპის ქვეყნებში მემარჯვენე პოპულისტ პოლიტიკოსებთან ჩაწერილ უამრავ ინტერვიუს, მათ შორის გერმანიის პარტია „ალტერნატივა გერმანიის" წევრების. მათ შორის არიან მაქსიმილიან კრახი და ბუნდესტაგის დეპუტატი პეტრ ბისტრონი, რომელიც მეორე ადგილზეა ევროპარლამენტის არჩევნების კანდიდატთა სიაში. კრახი და ბისტრონი დიდი ხანია, გამოირჩევიან ავტორიტარული რეჟიმების მიმართ სიმპათიით, მათ შორის ბელარუსული და რუსული. 2021 წელს ორივე პოლიტიკოსი შეხვდა მედვედჩუკს კიევში, როდესაც ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S