
რუსული “მირ”-ის ბარათების მომსახურებაზე მასობრივად უარს ამბობენ ყაზახური ბანკები
04/04/2024 18:57:05 მსოფლიო
სომხეთისა და ყირგიზეთის შემდეგ, რუსული საგადასახადო სისტემა “მირ”-ის ბარათების მომსახურებაზე მასობრივად უარს ამბობენ ყაზახური ბანკები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კრემლის საკვანძო სავაჭრო პარტიორია და შედის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში,– იტყობინება "მოკოვ თაიმსი".
“მირ”-ის სისტემის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს ყაზახეთის უდიდესი ბანკი - Halyk Bank. ბანკმა სრულიად შეწყვიტა რუსული ბარათების მომსახურება, მათ შორის გადარიცხვების, ტერმინალების მეშვეობით გადახდისა და ბანკომატიდან თანხების გამოტანის სერვისი.
ბანკის წარმომადგენლის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის სანქციები “საგადასახადო ბარათების ეროვნულ სისტემას” შეეხო - რუსეთის ცენტრალური ბანკის “შვილობილ” კომპანიას, რომელიც “მირ” ბარათების გაცემაზე და მომსახურებაზეა პასუხისმგებელი.
რუსულ ბარათებზე მუშაობას აგრძელებენ მხოლოდ “ვითიბი ყაზახეთი” და Bereke bank-ი (რუსული “სბერბანკის” ყოფილი ყაზახური შვილობილი კომპანია).