Accentnews.ge
NATO–ს დაზვერვა: ახალი მობილიზაციის გარეშე რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელებას ვერ შეძლებს

NATO–ს დაზვერვა: ახალი მობილიზაციის გარეშე რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელებას ვერ შეძლებს

04/04/2024 19:15:12 მსოფლიო

დიდი მობილიზაციის გარეშე, რუსეთი ვერ შეძლებს განახორციელოს რაიმე ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია უკრაინაში, განუცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა Important Stories-ს ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში.

რუს სამხედროებს ამისთვის ჯერ კიდევ არ გააჩნიათ საბრძოლო მასალა და მანევრირებადი დანაყოფები, –მიიჩნევს ნატოს წარმომადგენელი:

„ისინი, დიდი ალბათობით, გააგრძელებენ თავდასხმებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამოფიტვას“.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის არმიის ადგილობრივ სარდლობას ჯერ კიდევ არ შეუძლია ადგილზე კომპლექსური ოპერაციების ორგანიზება და ვეღარ ახერხებს სამხედრო პერსონალის მორალური განწყობის შენარჩუნებას. ამავდროულად, რუსეთს რჩება მნიშვნელოვანი უპირატესობა უკრაინის მიმართ ცოცხალი ძალით, საბრძოლო მასალის რაოდენობით და აღჭურვილობით.

ამავდროულად, ნატო ამჟამად ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ფართომასშტაბიანი მობილიზაციას ამზადებს. დასავლური დაზვერვა თვლის, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ახლა აქვს „ბევრი სხვა პრობლემა ქვეყნის შიგნით", ამასთან დაკავშირებით, "მისი გადასახედიდან საჭიროა თავდაჯერებულობისა და ძლიერების დემონსტრირება". ამ დროისთვის რუსეთის ხელისუფლებას სურს, შემოიფარგლოს რეგულარული გაწვევის კამპანიით, – თვლიან დასავლურ დაზვერვაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S