
საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს
05/04/2024 05:15:49 სამართალი
საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. 2 აპრილს ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან 33, 34, 38 და 44 წლის მამაკაცები და 33 წლის ქალი.
როგორც ბერძნული მედია იუწყება, ისინი, სულ მცირე, 2021 წლის ნოემბრიდან ატიკას სხვადასხვა რაიონში სახლებს ძარცვავდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები, სამიზნე სახლებს და მეპატრონეებს უთვალთვალებდნენ. ადგენდნენ სიგნალიზაციისა და კამერების არსებობას, აკვირდებოდნენ სამიზნეების გადაადგილებას, როდის გადიოდნენ სახლიდან, იჭრებოდნენ სახლებში და იპარავდნენ ძვირფასეულობასა და სხვა ნივთებს. იყენებდნენ საწმენდ საშუალებებს კვალის გასაქრობად და იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად კოდირებული სიტყვებით საუბრობდნენ.
პოლიციელებმა მათი სახლებისა და ფიზიკური ჩხრეკისას ამოიღეს: მანქანა, მოტოციკლი, 3 ლეპტოპი, 370 ევრო, მობილური ტელეფონები და სიმ ბარათები, ელექტრომოწყობილობები, ქურდობის იარაღები, გასაღებები და ძვირფასეულობა.
გამოძიებიდან დაწყებიდან დღემდე გახსნილია ძარცვისა და სახლებიდან ქურდობის 16 ფაქტი. ეკონომიკური სარგებელი 690 000 ევროზე მეტს შეადგენს.
დაკავებულები პროკურატურაში გადაიყვანეს, პოლიცია კი გამოძიებას აგრძელებს.