Accentnews.ge
იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

05/04/2024 08:28:45 მსოფლიო

იაპონია 17 აპრილიდან რუსეთში 164 კატეგორიის საქონლის ექსპორტზე აკრძალვას აწესებს.

ახალი სანქციების თანახმად, იაპონიის ხელისუფლება კრძალავს ელექტრომოწყობილობისა და მისი ნაწილების, მათ შორის ლითიუმ-იონური და ნიკელ-ჰიდრიდის ბატარეების მიწოდებას; მინერალური საწვავის და ზეთების, მათ შორის საავტომობილო ზეთის; ელექტრო ხელსაწყოების; უჟანგავი ფოლადის პროდუქტების.

გარდა ამისა, სანქციების ქვეშ მოყვა გარკვეული ტიპის ოპტიკური და საზომი მოწყობილობა, მათ შორის მიკროტომები და თერმოსტატები, ასევე იახტები და სხვა რეკრეაციული ან სპორტული გემები, მათ შორის კანოები, ნავები, მცურავი დოკები, მცურავი წყალქვეშა საბურღი ან საწარმოო პლატფორმები.

ასევე, 10 მაისიდან იაპონიაში იკრძალება რუსული წარმოშობის ბრილიანტის იმპორტი. ერთ კარატამდე ბრილიანტის იმპორტისთვის დაინტერესებულმა პირებმა ნებართვა უნდა აიღონ ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრისგან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S