Accentnews.ge
ილია იაშინი "სადამსჯელო საკანში" გაუშვეს ქურთუკის გახდისთვის

ილია იაშინი "სადამსჯელო საკანში" გაუშვეს ქურთუკის გახდისთვის

05/04/2024 08:39:52 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი 10 დღით გაგზავნეს სადამსჯელო საკანში. ამის შესახებ ადვოკატი მიხაილ ბირიუკოვი იტყობინება.

მისი ინფორმაციით, პატიმარი პოლიტიკოსი დედასთან ხანმოკლე პაემნის შემდეგ სადისციპლინო კომისიაში გადაიყვანეს, სადაც გამოუცხადეს გადაწყვეტილების შესახებ. მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ სასაუზმოდ მაგიდასთან დაჯდომისას იაშინმა ქურთუკი გაიხადა.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ ფორმალური მიზეზია და რომ საკანში მოთავსებამდე რამდენიმე საათით ადრე კოლონიას სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის რაიონული განყოფილების უფროსი ეწვია:

„ნამდვილი მიზეზი არის, რომ პოლიტპატიმრებზე მიმდინარე ზეწოლა, მათი მიზანმიმართული იზოლაცია არა მხოლოდ გარე სამყაროსგან, არამედ სხვა მსჯავრდებულებისგან. ეს არის მათი დათრგუნვის, გატეხვის მცდელობა“.

2022 წლის 9 დეკემბერს მოსკოვის მეშჩანსკის რაიონულმა სასამართლომ იაშინს მიუსაჯა 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ზოგადი რეჟიმის კოლონიაში რუსული არმიის შესახებ „ყალბი ცნობების“ გავრცელების მუხლით. საქმე ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი საპატიმროში სიკვდილამდე 27–ჯერ გაგზავნეს "სადამსჯელო საკანში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S