Accentnews.ge
რუსმა IT–სპეციალისტებმა მასობრივად დაიწყეს ევროპაში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადების წარდგენა

რუსმა IT–სპეციალისტებმა მასობრივად დაიწყეს ევროპაში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადების წარდგენა

05/04/2024 09:01:26 ევროპა

ევროპის ქვეყნებში რუსმა IT სპეციალისტების მიერ ბინადრობის ნებართვის მოთხოვნათა რაოდენობა მკვეთრად გაზარდეს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მათი რაოდენობა წლიურად 233%-ით გაიზარდა. აღნიშნული საკონსულტაციო სააგენტო Garant In-ის "კომერსანტის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან გამომდინარეობს.

ამასთან, 2023 წელს მოთხოვნა წინა წელთან შედარებით 44%-ით გაიზარდა. 2024 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ყველა მოთხოვნის დაახლოებით 80% ეხებოდა საფრანგეთში ბინადრობის ნებართვის მოპოვებას, კიდევ 10% – იტალიაში.

„ამჟამად ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის თითქმის ნახევარს ვიღებთ IT სპეციალისტებისგან“, - ამბობს Garant In-ის აღმასრულებელი დირექტორი ადრეი ბოიკო. მისი თქმით, საფრანგეთის პოპულარობა იმით აიხსნება, რომ ქვეყანა არ საჭიროებს მის ტერიტორიაზე რეზიდენციას და შესაბამისად, ადამიანი შეიძლება არ გახდეს საგადასახადო რეზიდენტი. გარდა ამისა, საფრანგეთს არ აქვს საინვესტიციო მოთხოვნა ბინადრობის ნებართვის მისაღებად, მხოლოდ შემოსავლის დადასტურებაა საჭირო,– ხაზგასმით აღნიშნა ბოიკომ.

მან ასევე დაამატა, რომ სხვა ქვეყნებმა დაიწყეს რუსებისთვის ხელმისაწვდომი პროგრამების შეზღუდვა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის ცხრა თვეში მინიმუმ 68 ათასმა რუსმა მიიღო მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვა საზღვარგარეთ, ანუ ორჯერ მეტი ვიდრე ერთი წლის წინ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S