
ზუგდიდში მკვლელობა მოხდა
05/04/2024 14:21:45 საზოგადოება
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა დასახლებაში მკვლელობა მოხდა.
ადგილობრივის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების ოჯახის დაყაჩაღება სცადეს. მათი ცნობით, ცოლ - ქმარმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ცოლი მოკლეს, ქმარს კი სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. კაცი ჰოსპიტალიზებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.