Accentnews.ge
რუსულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 60-ე რაუნდიც ნაადრევად დატოვა

რუსულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 60-ე რაუნდიც ნაადრევად დატოვა

05/04/2024 15:22:50 კონფლიქტები, პოლიტიკა

რუსულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 60-ე რაუნდიც ნაადრევად დატოვა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა.

„საკითხი როგორც კი მიდის დევნილთა დაბრუნებაზე, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას. ამჯერადაც იგივე განმეორდა. რუსეთის დელეგაცია არ იჩენს არც მოქნილობას და არც მზაობას, რათა განიხილოს ფუნდამენტური საკითხები, როგორიც არის დევნილთა დაბრუნება, 6-პუნქტიანი შეთანხმების ძირითადი პუნქტების შესრულება, ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ ფუნდამენტურ, სხვა საკითხებზეც ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. მაგალითად, თუნდაც გალის შეხვედრების აღდგენის თემაზე კვლავ გრძელდება ვაჭრობა ამ საკითხით და პირობების წაყენება. მიუღებელია თავად პირობების წაყენება, რადგან მისი აღდგენა და მუშაობის პრინციპები გაწერილია. გრძელდება ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებით ვაჭრობა. სამწუხაროა, რომ არის მცდელობა ეს თემები გამოყენებული იყოს როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი ქართულ მხარეზე. ეს რეალობა გრძელდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დესტრუქციულ მიდგომას, რომელიც აქვს ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ლაშა დარასელიამ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S