Accentnews.ge
შსს: სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა

შსს: სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა

05/04/2024 17:26:04 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის - 1989 წელს დაბადებულ ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

სამინისტროს ცნობით, "სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა".

მათი ინფორმაციით, "გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს".

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო, გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს თანაუგრძნობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S