Accentnews.ge
შმიგალი: რუსეთში და ბელარუსში ავიატრანზიტის აკრძალვაზე ვიმუშავებთ

შმიგალი: რუსეთში და ბელარუსში ავიატრანზიტის აკრძალვაზე ვიმუშავებთ

05/04/2024 17:58:02 მსოფლიო

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, რუსული ბიზნესი, რუსი ტურისტები კომფორტულად ვერ უნდა იყენებდნენ ევროკავშირის ცას თავისი მიზნებისთვის.

"ცა დაკეტილია რუსული და ბელარუსული თვითმფრინავებისთვის, მაგრამ ინიცირებას მოვახდენთ და პარტნიორებთან ეს იდეა – რუსეთში და ბელარუსში ან რუსეთიდან და ბელარუსიდან ნებისმიერი გადაფრენებისთვის ტრანზიტის ჩაკეტვა, განვიხილეთ“, - განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, ეს საავიაციო ლოგისტიკას უფრო გააძვირებს და დისკომფორტს მოუტანს რუს ტურისტებს.

„ასეთი სახის სანქციების შემოღებას დაჟინებით მოვითხოვთ“, - დასძინა შმიგალმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S