მედია – საქართველოს ხელისუფლებამ რამზან კადიროვის მეგობარი მუსა ხანგოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა

24-12-2019 10:08:39 კავკასია ,სამართალი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის მეგობარი მუსა ხანგოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, – იუწყება „მთავარი არხი“.

მისივე ცნობით, ამის შესახებ ტელეარხს „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ განუცხადა.

„თარგამაძის ვარაუდით, საქართველოს მთავრობის ეს გადაწვეტილება კავშირშია ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან, რომელიც დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეკვეთილია“, – იუწყება "მთავარი არხი".

მისივე ცნობით, მუსა ხანგოშვილი ერთი წლის წინ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. თარგამაძის თქმით, მუსა ხანგოშვილი უკვე რუსეთშია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები