Accentnews.ge
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: დრონის აფეთქებამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე  ბირთვული რეაქტორი დააზიანა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: დრონის აფეთქებამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე  ბირთვული რეაქტორი დააზიანა

08/04/2024 05:00:59 მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონის აფეთქებამ სადგურის მთავარი ბირთვული რეაქტორის დამცავი გარსი დააზიანა.

მისი ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მთავარი რეაქტორის დამცავ სტრუქტურაზე, სულ მცირე, 3 პირდაპირი დარტყმა განხორციელდა.

„ვერავინ შეძლებს რაიმე სარგებლის, ან რაიმე სამხედრო ან პოლიტიკური უპირატესობის მოპოვებას ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისგან. მტკიცედ მივმართავ გადაწყვეტილების მიმღებ სამხედრო პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც არღვევს ბირთვული ობიექტების დაცვის ძირითად პრინციპებს“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო არ აკონკრეტებს, ვისი მხრიდან იყო დრონებით თავდასხმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა უკრაინულ მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე პროვოკაციებთან კავშირი არ აქვთ, სადგურზე „დარტყმების იმიტაცია“ კი, რუსეთის საოკუპაციო ძალების პრაქტიკაა.

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის გაზაფხულიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S