
რუსეთის კურსკის ოლქზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
08/04/2024 06:47:12 მსოფლიო
რუსეთის კურსკის ოლქზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.
ოლქის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის ცნობით, "უკრაინული დრონით დარტყმამ აფეთქება გამოიწვია სპირტის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე".
მისი თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონები ხშირად ექვემდებარება სროლას, არის მსხვერპლი და ნგრევა. რეგიონული ხელისუფლება თავდასხმებში ძირითადად უკრაინის მხარეს ადანაშაულებს. კიევი ამ ცნობებზე განცხადებებს არ აკეთებს.