Accentnews.ge
ისრაელმა ღაზას სამხრეთიდან ძირითადი ძალები გაიყვანა

ისრაელმა ღაზას სამხრეთიდან ძირითადი ძალები გაიყვანა

08/04/2024 07:00:23 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ, 98-ე დივიზიის სამხედროები ქალაქი ხან იუნისიდან გამოიყვანეს.

ღაზას სექტორის სამხრეთში რჩება მხოლოდ ერთი ბრიგადა. ამ ქვედანაყოფს აკისრია ე.წ. ნეცარიმის დერეფნის კონტროლი, რომელიც ღაზას სექტორისა და ისრაელის სამხრეთით მდებარე ბეერის ნაწილს აკავშირებს. ამ მონაკვეთის კონტროლი ისრაელს შესაძლებლობას აძლევს, რეიდები განახორციელოს ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზას სექტორში.

სამხედროების გასვლიდან რამდენიმე საათში, ხან იუნისიდან ღაზას სექტორის საზღვრის მახლობლად მდებარე დასახლებების მიმართულებით 5 რაკეტა ისროლეს. არსებული ცნობებით, არავინ დაშავებულა.

აქამდე ისრაელმა ჯარები გაიყვანა ღაზას ჩრდილოეთიდან და აქ მხოლოდ გარკვეულ მცირე ოპერაციებს ატარებენ.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, ხან იუნისში ჯარმა მიზანს მიაღწია, დაშალეს "ჰამასის" ადგილობრივი ბრიგადა და გაანადგურეს მათი გვირაბების 30-კილომეტრიანი მონაკვეთი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S