Accentnews.ge
შრომის ინსპექციის სამსახური სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს

შრომის ინსპექციის სამსახური სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს

08/04/2024 08:41:11 საზოგადოება, რეკლამა

შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელწოდებით „შრომის ინსპექტორი“, საჯარო ლექცია ჩაატარეს. აღნიშნულ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

მისი ცნობით, ინტერაქციულ შეხვედრაზე, ყველა იმ ძირითადი მიმართულების შესახებ ისაუბრეს, რაც უწყების მანდატში შედის, მათ შორის ტრეფიკინგის, შრომის ზოგადი უფლებებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მნიშვნელობის შესახებ.

„სტუდენტებისთვის შრომის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სამუშაო ძალას. შრომის ინსპექციის სამსახური აქტიურად განაგრძოებს სხვადასხვა უნივერსიტეტში შეხევდრებს, რათა მათ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S