Accentnews.ge
ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რატომ ცხადდება საგადასახადო ამნისტია

ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რატომ ცხადდება საგადასახადო ამნისტია

08/04/2024 10:02:39 პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, იგეგმება 2021 წლამდე წარმოქმნილი და აღიარებული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს გააჩნიათ.

მისი თქმით, განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობა იყო.

კითხვაზე, არის თუ არა ამნისტია იმ მოქალაქეების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, რომლებიც გადასახადებს პირნათლად იხდიან, ფინანსთა მინისტრი პასუხობს, რომ ეს ასე არაა, რადგანაც დავალიანების ჩამოწერა ხანდაზმულობის ვადის გარეთ მყოფ ვალდებულებებს შეეხება.

"ამ ადამიანების დიდ ნაწილს შეზღუდული ჰქონდათ ეკონომიკური საქმიანობა და მას შემდეგ რაც მოხდება ჩამოწერა, მათ შეეძლებათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ეკონომიკურ ცხოვრებაში. საგადასახადო ხანდაზმულობა იყო საფუძველი, რის გამოც შეირჩა ეს პერიოდი. როდესაც ვსაუბრობთ საგადასახადო ამნისტიაზე, ეს არის საყოველთაო მოვლენა და აქ დიფერენცირება არ ხდება გადამხდელების. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ამნისტია ხორციელდება საგადასახადო ხანდაზმულობის ვადის გარეთ, ამით ყველანაირი ზომა იქნა მიღებული, რომ არ დაიჩაგროს კეთილსინდისიერი გადამხდელი”, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, "მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში".

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის თაობაზე მომზადებული პროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

ამავე თემაზე: არჩევნებამდე 7 თვით ადრე ხელისუფლება მოქალაქეების ნაწილისთვის მოგირ საშეღავათო პაკეტს აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S