
ვილნიუსში რუსეთის საელჩოს "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს
08/04/2024 11:52:45 მსოფლიო
ლიეტუვაში რუსეთის საელჩოს შენობას უცნობმა პირებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.
საელჩოზე შეტევა ორი ღამეა გრძელდება, შედეგად დაზიანებულია ერთ-ერთი კედელი.
ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. მიმდინარეობს გამოძიება.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე რუსეთის საელჩოებზე თავდასხმები გახშირდა.