Accentnews.ge
პოლონეთმა აშშ-ს ბირთვული იარაღი სთხოვა

პოლონეთმა აშშ-ს ბირთვული იარაღი სთხოვა

08/04/2024 13:42:00 მსოფლიო

პოლონეთისთვის მიზანშეწონილი იქნება, მიაღწიოს აშშ-ის ბირთვული ქობინების განთავსებას მის ტერიტორიაზე ნატოს პროგრამის Nuclear Sharing ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ Dziennik Gazeta Prawna-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამავდროულად სახელმწიფოს მეთაურს ეჭვი ეპარებოდა ბირთვული ომის დაწყების შესაძლებლობაში, რადგან ეს „მსოფლიოს დასასრული იქნებოდა“.

„მე ასევე არ ველი ე.წ. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას“, - დასძინა დუდამ როდესაც პასუხობდა ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთის მხრიდან შესაძლო ბირთვული თავდასხმის შესახებ.

დუდამ ჯერ კიდევ 2022 წელს გამოაცხადა პოლონეთის სურვილი, მიეღო ბირთვული იარაღი შეერთებული შტატებიდან და მონაწილეობა მიიღოს ბირთვული შეკავების პროგრამაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეუდგა ბირთვულ შანტაჟს.

გასულ ზაფხულს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რუსეთის მიერ ბელარუსისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის შესახებ, პოლონეთის ხელისუფლებამ კვლავ გაიხსენა მათი განზრახვა, მონაწილეობა მიეღოთ Nuclear Sharing–ის პროგრამაში.

Nuclear Sharing არის შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და ნატოს მოკავშირეებს შორის, რომელიც მოიცავს პოლონეთს, სამხედრო აუცილებლობის შემთხვევაში ბირთვული იარაღის შეერთებული შტატების შესანახი ბაზებიდან გადაცემის შესახებ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისიის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა უკვე განათავსა თავისი 150-მდე ბირთვული ბომბი ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S