Accentnews.ge
„ალტ-ინფოს“ პარტია გაუქმებულია

„ალტ-ინფოს“ პარტია გაუქმებულია

08/04/2024 13:50:11 პოლიტიკა

საჯარო რეესტრმა პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც „ალტ-ინფოს“ სახელით არის ცნობილი, რეგისტრაცია გაუუქმა.

გადაწყვეტილება 8 აპრილით თარიღდება.

პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო.

როგორც განიმარტა, რეესტრმა საკითხის შესწალის დროს რამდენიმე გარემოება გამოავლინა:

  • ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერდა წარდგენილ განცხადებას;
  • სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებას ხელს აწერდა მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარე;
  • სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავდა წევრთა პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ ინფორმაციას;
  • სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება მითითებული იყო არაერთგვაროვნად;
  • სარეგისტრაციოდ წარდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას;
  • სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით, პარტიის წევრთა ყრილობა არ იყო განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ;
  • სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S