
შვედეთმა ჩინელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა
08/04/2024 14:08:57 მსოფლიო
შვედეთმა ჩინელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა, - იტყობინება SVT.
შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 57 წლის ქალი შვედეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. ის უსაფრთხოების ძალებმა ოქტომბერში დააკავეს, ხოლო ქვეყნიდან გასულ კვირას გააძევეს შვედეთში დაბრუნების აკრძალვით.
ირკვევა, რომ ჟურნალისტი შვედეთში 20 წლის წინ ჩავიდა, ჰქონდა ბინადრობის ნებართვა , დაქორწინებული იყო შვედეთის მოქალაქეზე, რომელთანაც შვილები ჰყავს.
ჟურნალისტის ადვოკატის განცხადებით, ქალბატონს არ სჯერა, რომ იგი შვედეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.