
შავ ზღვაში NATO–ს წვრთნები დაიწყო, მათ შორის, საქართველოს მონაწილეობით
08/04/2024 15:39:22 მსოფლიო
რუმინეთში დაიწყო ნატოს მრავალეროვნული წვრთნები Sea Shield 24. გახსნის ცერემონია დღეს კონსტანტას პორტში გაიმართა.
წვრთნებში მონაწილეობს 2200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 135 ხომალდი, თვითმფრინავი და სატრანსპორტო საშყალება 12 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან. კერძოდ, წვრთნაში მონაწილეობენ ბულგარეთის, საფრანგეთის, საქართველოს, საბერძნეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, მოლდოვის, ნიდერლანდების, პოლონეთის, პორტუგალიის, თურქეთის, აშშ-სა და რუმინეთის წარმომადგენლები.
„Sea Shield 24 ყველაზე რთული ღონისძიებაა, რომელსაც 2024 წელს რუმინეთის საზღვაო ძალები უხელმძღვანელებს“, - აღნიშნავს რუმინეთის საზღვაო ძალები.
როგორც იუწყებიან, "საზღვაო ფარი 24" ფოკუსირებულია ომის ყველა სფეროში სწავლებაზე და მიზნად ისახავს ძალებს შორის თავსებადობის დონის ამაღლებას.
„ჩვენ უნდა დავამუშაოთ ოპერატიული პროცედურები წყალქვეშა, ზედაპირულ და საზენიტო გარემოში, შავ ზღვაში“, - განაცხადა რუმინეთის საზღვაო ძალების შტაბის უფროსმა, ვიცე-ადმირალმა მიჰაი პანაიტმა.
რუმინეთში ნატო-ს საზღვაო წვრთნები 21 აპრილამდე გაგრძელდება.