Accentnews.ge
Bloomberg: გერმანია 7 მილიარდს დახარჯავს ფრეგატებსა და ასობით ჯავშანტექნიკაზე

Bloomberg: გერმანია 7 მილიარდს დახარჯავს ფრეგატებსა და ასობით ჯავშანტექნიკაზე

08/04/2024 16:09:18 მსოფლიო

გერმანიის მთავრობა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების, ბუნდესვერის მოდერნიზაციის ფარგლებში, 2024 წელს გეგმავს, შეუკვეთოს 7 მილიარდი დოლარის ღირებულების ორი საზღვაო ფრეგატი და ასობით ჯავშანტრანსპორტიორი,– იუწყება Bloomberg.

Bloomberg-ის წყაროების თანახმად, გერმანიის მმართველ კოალიციას სურს, გამოიყენოს ორი F126 ფრეგატის შესაძენად ჯამში დაახლოებით 3 მილიარდი ევრო. ამ შეწყიდვით გერმანიის შეიარაღებულ ძალებში ხსენებული გემების საერთო რაოდენობას ექვსს მიაღწევს.

დარჩენილი 4 მილიარდი ევრო ეხება Rheinmetall-ის მიერ წარმოებული 900 Fuchs ჯავშანტრანსპორტიორის შეკვეთას. პირველი მიწოდება 2025 წლიდან არის მოსალოდნელი. ამავდროულად, ეს შესყიდვები ბუნდესტაგმა უნდა დაამტკიცოს.

შესყიდვები, რომლებიც Bloomberg-მა გაარკვია, არის გერმანიის მცდელობების ნაწილი ბუნდესვერის მოდერნიზაციისა რუსული საფრთხის ფონზე. ამ საჭიროებაზე და თავდაცვითი ხარჯების გაზრდაზე გერმანიაში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ ალაპარაკდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S