
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არის მსხვერპლი
08/04/2024 17:50:05 მსოფლიო
რუსების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ სამრეწველო ობიექტზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.
ამ დროისთვის არსებული ცნობებით, თავდასხმის გამო 14 შენობა, მათ შორის 7 საცხოვრებელი კორპუსი, სამედიცინო და კულტურული დაწესებულება დაზიანდა.