
ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩავა სი ძინპინთან, მათ შორის, უკრაინის ომზე სასაუბროდ
08/04/2024 18:00:12 მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 14 აპრილს დაიწყებს სამდღიან ვიზიტს ჩინეთში, რომლის ფარგლებშიც შეხვდება ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს, რათა განიხილონ, კერძოდ, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ 8 აპრილს გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ გებესტრაიტმა განაცხადა, - წერს AFP.
შოლცთან ერთად დელეგაციის შემადენლობაში იქნებიან მინისტრები და გერმანიის ინდუსტრიის წარმომადგენლები. მოსალოდნელია, რომ ის ეწვევა ქალაქ ჩონცინგს და სიტყვით გამოვა შანხაის უნივერსიტეტში.
ვიზიტის დასასრულს, 16 აპრილს, გერმანიის კანცლერი ჩინეთის პრემიერ–მინისტრს ლი ციანს და ლიდერ სი ძინპინს შეხვდება. გარდა სავაჭრო საკითხებისა, მოლაპარაკებების დღის წესრიგში იქნება უკრაინის ომიც.
„ვფიქრობთ, რომ ჩინეთს აქვს გავლენა რუსეთზე და ჩვენ გვსურს, რომ ჩინეთმა შეძლოს ამ გავლენის გამოყენება“, - თქვა გებესტრეიტმა ბრიფინგზე.
ეს შოლცის მეორე ვიზიტია ჩინეთში კანცლერად არჩევის შემდეგ. წინავიზიტი 2022 წლის ნოემბერში შედგა.