Accentnews.ge
დანიამ 5,8 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის ენერგოსისტემისთვის

დანიამ 5,8 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის ენერგოსისტემისთვის

08/04/2024 18:28:37 მსოფლიო

დანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოყოს 40 მილიონი დანიური კრონი (დაახლოებით 5,8 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინის ენერგეტიკის მხარდამჭერი ფონდისთვის, – იტყობინება დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„დანია ახალი შენატანით – 40 მილიონი კრონით ეხმარება ელექტროენერგიით უზრუნველყოფაში – შესაბამისად, მომავალ ზამთარში მოსახლეობისთვის წყალსა და სითბოზე ხელმისაწვდომობას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ეს ინფორმაცია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურმაც დაადასტურა შესაბამის მინისტრ გერმან გალუშჩენკოსა და დანიის სამეფოს კლიმატის, ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების მინისტრ ლარს ოგაარდის შეხვედრის შემდეგ, რომელიც კიევში 8 აპრილს ჩავიდა.

ორი წლის განმავლობაში ქვეყანამ ფონდში დაახლოებით 11 მილიონი ევრო შეიტანა.

უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდი 2022 წლის აპრილში შეიქმნა. მან პარტნიორებისგან 405 მილიონ ევროზე მეტი დააგროვა და რუსული თავდასხმების შემდეგ ენერგეტიკული კომპანიების დამხმარე ინსტრუმენტად იქცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S