
მედია: რუსეთმა ყაზახეთს სთხოვა ბენზინის მიწოდება დრონებით თავდასხმების ფონზე
08/04/2024 18:41:53 მსოფლიო
რუსეთმა ყაზახეთს სთხოვა, მზად იყოს მისთვის 100 ათასი ტონა ბენზინის მისაწოდებლად, თუ უკრაინული დრონებით თავდასხმებისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობის შეფერხების ფონზე დეფიციტი წარმოიქმნება. ამის შესახებ Reuters ინდუსტრიის სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, ყაზახეთის მარაგების გამოყენება უკვე შეთანხმებულია. Reuters-ის ცნობით, მოსკოვმა ყაზახეთს 100 ათასი ტონა ბენზინის საგანგებო რეზერვის შექმნა სთხოვა.
რუსეთისა და ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროებმა არ უპასუხეს Reuters-ის კითხვებს.
2024 წლის დასაწყისიდან დრონებით 10-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ნავთობბაზებზე.
მარტის ბოლოს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარხნებზე თავდასხმის ფონზე, რუსეთმა მკვეთრად გაზარდა ბელარუსული ბენზინის იმპორტი.
იანვარში რუსეთს ბელარუსიიდან ბენზინი არ შეუძენია, მაგრამ თებერვალში შეიტანა 590 ტონა, ხოლო მარტში - უკვე სამი ათასი ტონა საწვავი.რუსეთის მთავრობამ 1 მარტიდან ექვსი თვით აკრძალა ბენზინის ექსპორტი.
იხილეთ ასევე: სანქციებისა და დრონების გამო რუსეთს უჭირს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეკეთება