Accentnews.ge
უკრაინული დაზვერვა კიდევ ერთი რუსული გემის მნიშვნელოვნად დაზიანების შესახებ იუწყება

უკრაინული დაზვერვა კიდევ ერთი რუსული გემის მნიშვნელოვნად დაზიანების შესახებ იუწყება

08/04/2024 18:59:45 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ რუსეთის კალინინგრადის ოლქის საზღვაო ბაზის ტერიტორიაზე სარაკეტო ხომალდის დაზიანების შესახებ გამოაცხადა.

კერძოდ, უწყების ცნობით, 7 აპრილს რუსულ სარაკეტო ხომალდ "სერფუხოვზე" ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც გემი წყობიდან გამოვიდა.

„სარაკეტო ხომალდის შიგნით გაჩენილი ხანძრის გამო მისი საკომუნიკაციო და ავტომატიზაციის აღჭურვილობა მთლიანად განადგურდა. "სერფუხოვის" საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენას დიდი დრო დასჭირდება“, - ხაზგასმით აღნიშნავს მთავარი სადაზვერვო სამმართველო და რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ "სიურპრიზებს" აანონსებს.

"სერპუხოვი" არის პროექტის 21631 Buyan-M კორვეტი, ეს სერიის მეხუთე გემია. 74–მეტრიანი ხომალდი აღჭურვილია 8 ფრთოსანი რაკეტისთვის "ონიქსის" გამშვებით და სამომავლოდ აპირებენ მასზე ჰიპერბგერითი "ცირკონებისა" და "კალიბრების" განლაგებას. გემი 2015 წელს ჩაუშვეს. ეკიპაჟი 32 ადამიანისგან შედგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S