Accentnews.ge
საფრანგეთი: რუსეთის წარმომადგენლებთან დისკუსია აღარ შედის ჩვენს ინტერესებში

საფრანგეთი: რუსეთის წარმომადგენლებთან დისკუსია აღარ შედის ჩვენს ინტერესებში

08/04/2024 19:38:11 მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლებთან დისკუსიების გამართვა პარიზის ინტერესებში აღარ შედის, რადგან მოსკოვი ამახინჯებს ამგვარი დიალოგის შინაარსს. ამის შესახებ მან France24-თან და RFI-თან ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენს ინტერესებში არ შედის რუს ოფიციალურ პირებთან დისკუსიების წარმოება, რადგან კომუნიკეები, რომლებიც ქვეყნდება და გზავნილები ტყუილია“,– თქვა ფრანგმა დიპლომატმა.

მან ივარაუდა, რომ მოსკოვთან დიალოგის განახლებისთვის, „ალბათ, ჯერ უნდა დამყარდეს ნდობა და პირველ რიგში, უნდა ვნახოთ უკრაინის სამხედრო ფრონტზე განვითარებული მოვლენები,, რათა ურთიერთობები აღდგეს“.

"ეს ჯერ ასე არ არის", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

თავდაცვის სამინისტროების დონეზე რუს და ფრანგ ოფიციალურ პირებს შორის ბოლო ოფიციალური კონტაქტის კომენტირებისას დიპლომატმა თქვა, რომ „რუსეთთან ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის ხანგრძლივი ტრადიცია“ ახლა ჩიხშია.

„რეალურად, ეს არ გრძელდება, რადგან ეს იყო წინადადება და რუსული კომუნიკე რუსულ ენაზე ფაქტობრივად მოგვიწოდებს, არ ვითანამშრომლოთ“, - დასძინა მან.

გასულ კვირას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა სერგეი შოიგუსთან, ეს პირველი კომუნიკაცია იყო 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ. საუბარი, პირველ რიგში, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 22 მარტს მოსკოვის რეგიონში განხორციელებულ ტერაქტს ეხებოდა.

საუბრის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ლეკორნიუსა და შოიგუს საუბრისას „აღნიშნული იყო მზადყოფნა უკრაინაზე დიალოგისთვის“. საპასუხოდ საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა განცხადებას სიცრუე უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S