Accentnews.ge
უკრაინა კალინინგრადის ანკლავთან, ბალტიის ზღვაში განთავსებული რუსული საბრძოლო გემის დაზიანების შესახებ იუწყება

უკრაინა კალინინგრადის ანკლავთან, ბალტიის ზღვაში განთავსებული რუსული საბრძოლო გემის დაზიანების შესახებ იუწყება

09/04/2024 04:40:51 მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთის საბრძოლო გემი, რომელიც კალინინგრადის ანკლავთან, ბალტიის ზღვაში იყო განთავსებული, დააზიანეს.

დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ ხანძარმა, რომელიც სარაკეტო გემ "სერპუხოვს" გაუჩნდა, მთლიანად დააზიანა ხომალდის საკომუნიკაციო და ავტომატიზაციის შესაძლებლობები.

გამოცემები Kyiv Post და Kyiv Independent ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თავდასხმის უკან უკრაინის სამხედრო დაზვერვა იდგა. რუსეთის სახელმწიფო მედია ამ თემაზე ჯერ–ჯერობით არაფერს იტყობინება.

ეს უკრაინის პირველი თავდასხმაა რუსეთის ხომალდზე ბალტიის ზღვაზე, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევის ძალების სამიზნე რამდენჯერმე გახდა რუსეთის საბრძოლო გემები შავ ზღვაში.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკრაინა ობიექტებს რუსეთის სიღრმეში გრძელი რადიუსის რაკეტებით იღებს მიზანში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S