Accentnews.ge
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 20–ვე დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 20–ვე დრონი ჩამოვაგდეთ

09/04/2024 05:05:15 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 9 აპრილის დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა ოლქს 20 დრონით შეუტიეს ოკუპირებული ყირიმიდან და 4 საზენიტო მართვადი რაკეტით - დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან.

საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 20-ვე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ვინიცის და ლვოვის ოლქებში.

რუსეთის სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა პოლტავაში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაიჭრა 10 ადამიანი. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დარტყმა იყო საერთო საცხოვრებელზე. დაზიანებულია ახლომდებარე სახლებიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S