Accentnews.ge
FT: რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკაზე თავდასხმის ტაქტიკა შეცვალა

FT: რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკაზე თავდასხმის ტაქტიკა შეცვალა

09/04/2024 06:58:36 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე იერიშების მიტანის ტაქტიკა შეცვალა. ახლა, ისინი, საჰაერო საფრთხეებისგან ნაკლებად დაცულ ობიექტებს ბომბავენ და მათ მთლიან განადგურებას ცდილობენ,- წერს FT.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთმა 22-29 მარტის პერიოდში საჰაერო იერში 7 თბოელექტროსადგურსა და 2 ჰიდროელექტროსადგურზე მიიტანა, რომლებიც, კიევის რეგიონთან შედარებით, საჰაერო შეტევებისგან ნაკლებად დაცული იყო.

უკრაინელი ოფიციალური პირების აზრით, 2022-2023 წლების მასირებულ თავდასხმებთან შედარებით, ეს ახალი ტაქტიკა უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის ენერგეტიკისთვის, რადგანაც, ახლა, რუსი სამხედროები ცდილობენ ობიექტებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ.

ახალი ტაქტიკის შედეგად, რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტის აღდგენა 2024 ზამთრამდე ვერ მოხერხდება, – წერს გამოცემა.

კომპანია DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაქსიმ ტიმჩენკომ, განმარტა, რომ აქამდე რუსი სამხედროები შეტევებს ბევრი რეგიონებში განლაგებულ სხვადასხვა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახორციელებდნენ, ახლა კი, რამდენიმე ობიექტზე კონცენტრირდნენ, რადგანაც, დაბომბვების მასშტაბებიდან გამომდინარე, “მოკლე ვადებში მათი აღდგენა შეუძლებელია”.

“იგივე რაოდენობის რაკეტები ახლა მიმართულია მხოლოდ 5-6 ენერგეტიკულ ობიექტზე ერთ რეგიონში. ისინი ცდილობენ ელექტრომომარაგების გარეშე დატოვონ მსხვილი სამრეწველო რეგიონები და ქალაქები” - აცხადებს “უკრენერგოს” კომუნიკაციების განყოფილების უფროსი, მარია ცატურიანი.

ტიმჩენსკოს თქმით, აღდგენილი ელექტროსადგურების ხარჯზე გაზრდილი წარმოება, ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტი და თბილი ამინდები, უკრაინა ფართომასშტაბიანი გათიშვის წინაშე დადგებოდა, როგორც ეს იყო 2022-2023 წლებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S