Accentnews.ge
კემერონი უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ში ვიზიტის დროს ტრამპსაც შეხვდება

კემერონი უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ში ვიზიტის დროს ტრამპსაც შეხვდება

09/04/2024 07:21:34 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, სამშაბათს შეხვდება მომავალ რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და ასევე გაესაუბრება კონგრესში დეპუტატებს უკრაინის დახმარების პაკეტის მიღების მოთხოვნით. წერს Reuters.

ბლინკენთან შეხვედრამდე კემერონი შეხვდება ტრამპს ფლორიდაში, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და ამას უწოდა "სტანდარტული პრაქტიკა" ოპოზიციის კანდიდატთან ურთიერთობისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს არ უთქვამს, კონკრეტულად რაზე ისაუბრებენ ისინი.

საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ბრიტანელი დიპლომატი შეხვდება კონგრესის ლიდერებს როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიებიდან.

ვიზიტის დროს კემერონი ხაზს გაუსვამს რუსეთის ფედერაციაზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის მნიშვნელობას და უკრაინის „სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, რომელიც აუცილებელია ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად წელს და 2025 წელს შეტევაზე გადასასვლელად“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თავის განცხადებაში კემერონმა აღნიშნა, რომ უკრაინის წარმატება და რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის დამარცხება „სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ამერიკისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის“ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელისთვის იმის დემონსტრირება, რომ „აგრესია არ ანაზღაურდება“.

„ალტერნატივა მხოლოდ წაახალისებს პუტინის შემდგომ მცდელობებს, შეცვალოს ევროპული საზღვრები ძალის გამოყენებით, რასაც მკაფიოდ მოუსმენენ პეკინში, თეირანსა და ჩრდილოეთ კორეაში“, - თქვა მან.

გარდა ამისა, მოგზაურობის დროს, კემერონი განიხილავს ღაზას დახმარების მიწოდების საზღვაო მარშრუტებს და ასევე დაჟინებით მოითხოვს სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას იქ შვიდი მოხალისის დაღუპვის შესახებ, რმელთა შორის სამი ბრიტანელი იყო, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S