Accentnews.ge
კობახიძე – სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებაზე, "უზრუნველჰყონ პროკურატურის თავისუფლება": "მხარდამჭერი განცხადებაა"

კობახიძე – სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებაზე, "უზრუნველჰყონ პროკურატურის თავისუფლება": "მხარდამჭერი განცხადებაა"

24/12/2019 08:48:58 საშინაო პოლიტიკა

ეს განცხადება, რეალურად, მხარდამჭერი განცხადებაა, - ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, "უზრუნველჰყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან".

„ეს განცხადება არამარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, არამედ სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რაც აშკარა მიკერძოებაზე მიანიშნებს. ეს განცხადება მარტივად ითარგმნება და მარტივად განიმარტება. პოლიტიკურ პროკურატურასა და პოლიტიკურ სასამართლოზე აქ არ არის საუბარი. აშშ საქართველოს მოუწოდებს, რომ გააძლიეროს ძალისხმევა, რათა პროკურატურა და სასამართლო მიკერძოებული არ იყოს. არც იმაზეა საუბარი, რომ დღესაა მიკერძოებული რომელიმე მათგანი და არც რაიმე დაჟინებულ მოთხოვნაზე. ვისაც ამ განცხადების კითხვა შეუძლია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს განცხადება, რეალურად, მხარდამჭერი განცხადებაა. რაც შეეხება სასამართლოს და პროკურატურის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებას, ამაზე ჩვენ მთელი ეს პერიოდია ვსაუბრობთ და ამისთვის განხორციელდა მათ შორის, სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღა. მოწოდება, რომ სასამართლოს და პროკურატურის შემდგომი დამოუკიდებლობისთვის ძალისხმევა გაძლიერდეს, კრიტიკა არ არის", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: გუშინ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:

"შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს თავისი ვალდებულება დემოკრატიის პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა უზრუნველჰყოს, რომ მისი სასამართლო და საპროკურორო სისტემა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებებისგან. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S