
სახდეპი: რუსეთი ძალიან საშიშ თამაშს თამაშობს
09/04/2024 07:53:45 მსოფლიო
შეერთებული შტატები აკვირდება სიტუაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.
„ჩვენ გავეცანით ცნობებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ სადგურზე არსებული პირობების მონიტორინგს, მათ შორის IAEA-ს ოფიციალური მოხსენებით, რომელმაც საბედნიეროდ, აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანს საფრთხის ქვეშ არ დაუყენებია ბირთვული უსაფრთხოება“, - თქვა მილერმა.
ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთი ძალიან საშიშ თამაშს თამაშობს უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებით, რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამ კონტექსტში მოუწოდა რუსულ მხარეს „გაიყვანოს თავისი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი ატომური ელექტროსადგურიდან, დაუბრუნოს ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინის კომპეტენტურ ხელისუფლებას და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ინციდენტი ატომურ ელექტროსადგურზე“.
7 აპრილის საღამოს გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმებმა დააზიანა სადგურის ექვსი რეაქტორიდან ერთ-ერთის სტრუქტურა. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო უარყოფს კიევის მონაწილეობას სადგურზე თავდასხმაში.