Accentnews.ge
რუსეთის სამხედრო აეროდრომს და პილოტების საწვრთნელ ცენტრს დრონებით შეუტიეს

რუსეთის სამხედრო აეროდრომს და პილოტების საწვრთნელ ცენტრს დრონებით შეუტიეს

09/04/2024 08:02:30 მსოფლიო

9 აპრილის დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოთხი თვითმფრინავის ტიპის დრონი ჩამოაგდეს ვორონეჟისა და ბელგოროდის რეგიონებში.

ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე გუსევიც იტყობინება რეგიონში დრონის განადგურების შესახებ. მისივე თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა. „ადგილზე შედეგები ზუსტდება“, - წერს ის.

რუსული ტელეგრამ–არხები ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერენ, რომ დრონები თავს დაესხნენ ჩკალოვის საავიაციო სასწავლო ცენტრს ვორონეჟის რეგიონში, ბორისოგლებსკში.

პირველი დრონი შენობის ფასადს მეოთხე სართულზე დილის სამ საათზე შეეჯახა. ერთი საათის შემდეგ იმავე ადგილს შეეჯახა მეორე დრონი, იუწყება "ბაზა".

დაზიანებულია შენობის ფასადი და ჩამტვრეულია მინები. არავინ დაშავებულა, – წერს Astra.

ბორისოგლებსკი მდებარეობს ვორონეჟის რეგიონში. აქ არის დიდი სამხედრო აეროდრომი და რუსეთის საჰაერო ძალების სასწავლო ცენტრი.

უკრაინულ მხარეს ამ თავდასხმებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S