
ASTRA: სარატოვში "სპეციალური სამხედრო ოპერაციების" მუზეუმს კვლავ წაუკიდეს ცეცხლი
09/04/2024 08:27:22 მსოფლიო
სარატოვში უცნობმა პირმა ცეცხლი წაუკიდა "სპეციალური სამხედრო ოპერაციების ისტორიის მუზეუმს" - ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ გაჩაღებულ ომს.
ტელეგრამ–არხ ASTRA-ს ცნობით, 9 აპრილის ღამეს უცნობმა პირმა მუზეუმის ფანჯარა ჩაამსხვრია და შიგნით "მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდო. ხანძარი დაცვის მორიგე თანამშრომლებმა ჩააქრეს. ცეცხლმა ფანჯარა და ფარდები დააზიანა, – წერს "ბაზა".
ეს მუზეუმი გასული წლის დეკემბერში უკვე გადაწვეს. რუსეთის შსს–ს რეგიონულმა სამმართველომ სამარას რაიონის მკვიდრი 21 წლის მაქსიმ კიმი დააკავა. ASTRA-ს ცნობით, ბრალდებული ტოლიატის ერთ-ერთ საწარმოში მექანიკოსად მუშაობს. კიმი ამტკიცებდა, რომ ის თაღლითების მსხვერპლი გახდა და არ იცოდა, რომ შენობაში განთავსებული იყო მუზეუმი.