სტამბოლის აეროპორტში ინოვაციური პროექტი წამოიწყეს მგზავრების დასამშვიდებლად

09-04-2024 13:33:39

სტამბოლის აეროპორტმა დაიწყო საპილოტე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მგზავრებისთვის სტრესისა და შფოთვის მოხსნას ძაღლების დახმარებით. წერს AP.

პროგრამის ყველა ოთხფეხა მონაწილე არის პროფესიონალურად გაწვრთნილი ადამიანების დასამშვიდებლად.

"თერაპევტ–ძაღლების გუნდი" მორიგეობს თებერვლის ბოლოდან, თვეობით მომზადებისა და ინტენსიური წვრთების შემდეგ.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება და 100%-ით ადაფთირება ნებისმიერ გარემოზე“, - თქვა სტამბულის აეროპორტის მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერმა კადირ დემირთაშმა.

გუნდის ვეტერინარის თქმით, თითოეული ძაღლის ტემპერამენტი კარნახობს მათ ყოველდღიურ სამუშაო საათებს. ცხოველებს, რომლებიც აეროპორტის თანამშრომლები არიან ოფიციალური სამკერდე ნიშნებით და ფორმებით, მკაცრი განრიგი აქვთ და მუშაობენ მგზავრთანაკადის პიკურ პერიოდში , 10:00-დან 16:00 საათამდე.

აეროპორტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი უკვე გეგმავენ საპილოტე პროექტის გაფართოებას მგზავრთა საწყისი დადებითი გამოხმაურების შემდეგ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები