
თურქეთი ისრაელში ექსპორტს ზღუდავს
09/04/2024 10:13:21 მსოფლიო
თურქეთი ღაზას სექტორში ომის შეწყვეტამდე ისრაელში ექსპორტს კრძალავს. თურქეთმა სანქციები დააწესა ისრაელში 54 სხვადასხვა კატეგორიის საექსპორტო საქონელზე.
თურქეთის ვაჭრობის მინისტრის ცნობით, თურქეთის მთავრობამ ექსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ისრაელმა თურქეთს ღაზაში საჰაერო გზით ჰუმანიტარული დახმარების შეკვრების ჩამოყრა აუკრძალა.
როგორც ცნობილია, თურქეთის შეზღუდვა ისრაელში ექსპორტზე ასევე შეეხება რკინისა და სპილენძის და სამშენებლო პროდუქტებს.