09-04-2024 15:03:29 პოლიტიკა
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმიანება სებ–ის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა და წერს, რომ ბოლო პერიოდში, ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან, ან ელოდებიან სანქციებს.
გოცირიძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას 7 ტონა ოქროს შეძენის მიზანშეწონილობა.
"ქვეყნის რეზერვების 11 პროცენტი, 500 მილიონი დოლარი ჩაყარო ისეთ აქტივში, ოქროში, რომლის ფასი მკვეთრად მერყევია, იყიდო ღირებულების პიკზე, ჩამოიტანო თბილისში და დაასაწყობო, არის უაზრობა. ამ ხუთას მილიონ დოლარს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დოლარი შემოსავალი მოჰქონდა.ბოლო პერიოდში, ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან ან სანქციებს ელოდებიან. ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას 7 ტონა ოქროს შეძენის მიზანშეწონილობა და ის დანაკარგები თუ შემოსავლები, რაც გრძელვადიან პერიოდში ამას შეიძლება მოჰყვეს. როგორც გახდა ცნობილი, არც სავალუტო ფონდი მიესალმებოდა ამ ფაქტს", – აცხადებს გოცირიძე.
საქართველო ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა მონეტარული ოქრო იყიდა.