Accentnews.ge
ექვსი ევროპული ქვეყანა შეთანხმდა ჩრდილოეთის ზღვის რუსეთისგან დაცვაზე

ექვსი ევროპული ქვეყანა შეთანხმდა ჩრდილოეთის ზღვის რუსეთისგან დაცვაზე

09/04/2024 11:44:39 მსოფლიო

ექვსმა ევროპულმა ქვეყანამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ერთად ითანამშრომლონ ჩრდილოეთ ზღვაში წყალქვეშა ინფრასტრუქტურის რუსული შესაძლო თავდასხმებისგან დასაცავად. კოლექტიურ ხელშეკრულებას ხელს აწერენ ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, გერმანიის, ნორვეგიისა და ნიდერლანდების წარმომადგენლები, იუწყება Euractiv.

„ჩრდილოეთ ზღვა არის მამოძრავებელი ძალა ევროპის ამბიციების განახლებადი ენერგიის და ნულოვანი ემისიების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს კონტინენტზე ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ მისი კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ახლა და მომავალში“, - თქვა დიდი ბრიტანეთის ატომური და განახლებადი ენერგიის მინისტრმა ენდრიუ ბოუიმ.

მისი თქმით, ახალი შეთანხმება გააძლიერებს ქვეყნებს შორის კავშირებს და „დაეხმარება ინფრასტრუქტურის მდგრადობის უზრუნველყოფას მათ წინააღმდეგ, ვინც შესაძლოა სცადოს საფრთხე შეუქმნას ან გაანადგუროს იგი“.

წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების უსაფრთხოებაზე დასავლეთ ევროპის ქვეყნები კონცენტრირდნენ 2022 წლის სექტემბრის Nord Stream 1 და 2 გაზსადენებზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რომლებიც ბალტიის ზღვის ფსკერზე იყო გაყვანილი რუსეთიდან გერმანიაში გაზის გადასატანად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S