Accentnews.ge
ყაზახეთში წყალდიდობის გამო 86 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ყაზახეთში წყალდიდობის გამო 86 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

09/04/2024 11:55:07 მსოფლიო

ყაზახეთის ცხრა რეგიონში წყალდიდობის გამო 86 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, იტყობინება სამშაბათს, 9 აპრილს ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, წყალდიდობის გამო აკმოლას, აკტობეს, ატირაუს, კოსტანაისა და ჩრდილოეთ ყაზახეთის რეგიონებში დატბორილია 3 365 საცხოვრებელი და 348 ეზო.

"ყაზტრანსოილი" იტყობინება, რომ ყაზახეთის 10 რეგიონში წყალდიდობის გამო შექმნილ საგანგებო ვიტარების პირობებში, მისი მთავარი ნავთობსადენის სისტემა ნორმალურად მუშაობს:

„ყაზტრანსოილის საწარმოო ობიექტების დატბორვის საფრთხე არ არსებობს. ნავთობის ტრანსპორტირება ყაზახეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში და საექსპორტო მიმართულებებზე განრიგის მიხედვით მიმდინარეობს... სტაბილურად ხორციელდება რუსული ნავთობის ტრანზიტიც ჩინეთსა და უზბეკეთში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S